რეგისტრაცია
image

ჩვენ შესახებ

სამართლებრივი დოკუმენტაცია

უკან დაბრუნება
მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსისა და მობილობის შესახებ დებულება ჩამოტვირთვა

თავი I. შესავალი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსისა და მობილობის შესახებ“ დებულება (შემდგომში - დებულება) არეგულირებს შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის“ (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტისა და მობილობის პროცედურებს.
2.    დებულების მიზანია უნივერსიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, სტუდენტის სტატუსის განსაზღვრის და მისი ცვლილების პროცესში სტუდენტის კანონიერი ინტერესების დაცვისა და მათი რეალიზების ხელშეწყობა შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს დანერგვით.
3. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანების საფუძველზე.
4. უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსთან და მის ცვლილებასთან დაკავშირებული  უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტები მიიღება ამ დებულების საფუძველზე და უნდა შეესაბამებოდეს მას. დებულებასა და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტის ნორმებს შორის სხვაობის შემთხვევაში, დებულებას გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. 
5. უნივერსიტეტის მაგისტრანტის სტატუსის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც არ არის რეგულირებული ამ დებულებით ან/და მის საფუძველზე მიღებული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით, რეგულირდება თუ განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.
6. წინამდებარე დებულების მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტისა და მობილობის პროცესში ჩართული უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისთვის, სტუდენტისთვის, აბიტურიენტისა თუ მობილობის მსურველი პირისთვის. 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა). „უნივერსიტეტი“ - შპს „ბაუ ინთერნეიშენალ იუნივერსითი, ბათუმი“ 
ბ). „მობილობა“ სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის;
გ). „ელექტრონული პორტალი“ - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი მობილობის ელექტრონული პორტალი;
დ). „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება“ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება;
ე). „სტუდენტი“/„მაგისტრანტი“ - პირი, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;
ვ). „მაგისტრანტობის კანდიდატი“ - პირი, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად აკმაყოფილებს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს და სურვილი აქვს ჩაირიცხოს უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. 
ზ). „საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა“ - ამ დებულებით, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შინაარსის გამოცდა, რომელიც ამოწმებს მაგისტრანტობის კანდიდატის ცოდნასა და უნარებს, რომელიც აუცილებელია სამაგისტრო საგანმანათლებლო პრორგამაზე ჩასარიცხად. 
ზ). „საგამოცდო კომისია“ - რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, შექმნილი კომისია, რომელიც ახორციელებს მაგისტრანტების კანდიდატების შეფასებას და მათი ჩარიცხვის შესახებ რეკომენდაციის მიწოდებას რექტორისათვის;
თ). „მობილობის კომისია“ - რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, შექმნილი კომისია, რომელიც ახორციელებს მობილობის მსურველ მაგისტრანტებთან გასაუბრებას ან გამოცდის ჩატარებას და რეკომენდაციის მიწოდებას რექტორისათვის;
ი). სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა - შიდა საუნივერსიტეტო ელექტრონული მართვის სისტემა, სადაც ხდება შემდეგი ინფორმაციის განთავსება: სტუდენტის რეგისტრაცია, აკადემიური მოსწრება, სასწავლო გეგმა, უწყისები, ასევე სტუდენტის პირადი საქმე.
კ). სამინისტრო - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 
ლ). შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია - უნივერსიტეტში ადმინისტრაციული, ფინანსური და აკადემიური რეგისტრაციის პროცედურების ერთობლიობა
მ). ადმინისტრაციული რეგისტრაცია - ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაციის უნივერსიტეტში წარმოდგენა.
ნ). ფინანსური რეგისტრაცია - უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება და სწავლის საფასურის გადახდა, თუ ამას ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობები.
ო). აკადემიური რეგისტრაცია - შესაბამის სასწავლო სემესტრში გასავლელი სასწავლო კურსების არჩევა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 

თავი II. სტუდენტის სტატუსი

მუხლი 3. სტუდენტის სტატუსის ცნება
1. სტუდენტი მაგისტრანტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად ჩაირიცხა უნივერსიტეტში მის მიერ განხორციელებულ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია:
ა). საერთო სამაგისტრო გამოცდების და საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის შედეგებით - ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის;
ბ). ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის შედეგებით - ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის;
გ). მობილობით - ამ დებულების IV თავით განსაზღვრული პირებისთვის.

მუხლი 4. სტუდენტის სტატუსის მოპოვება საერთო სამაგისტრო გამოცდებით
1. უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ხდება საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც არანკლებ საბაკალავრო ან მისი ეკვივალენტური განათლება მიიღეს საქართველოში. 
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის განათლება, შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების შედეგად. 
3.  უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში გადალახა კომპეტენციის ზღვარი ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, მოიპოვა საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება. 
5. მაგისტრანტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის, სტუდენტმა როგორც მატერიალურად ასევე ელექტრონულ მატარებელზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა). განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
ბ). არანაკლებ საბაკალავრო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;
გ). პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ). 2 ფოტოსურათი 3X4;
ე). სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
ვ). სამაგისტრო გამოცდის ტესტის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანება ჩარიცხვის უფლების მოპოვების შესახებ. 
ზ). ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore), ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლების მოთხოვნით. (არსებობის შემთხვევაში)
თ) СV ან პორტფოლიო (თუ აღნიშნული მოთხოვნა განსაზღვრულია პროგრამით). 
6. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წინამდებარე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ, მისი უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა სამაგისტრო გამოცდის გავლა. 
7. სამაგისტრო გამოცდის კომპონენტები განისაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით და მოიცავს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის კომპეტენციის დადასტურებას, კანდიდატის მოტივაციის შეფასებას გასაუბრებით და შესაძლებელია მოიცვას სხვა კომპონენტები, რომლის დემონსტრირება აუცილებელია პროგრამის დასაძლევად. 
8. საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით დგინდება მაგისტრანტობის კანდიდატების სია, რომლებმაც მოიპოვეს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. 
9. ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სავალდებულოა ფინანსური რეგისტრაციის გავლა რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში, რომელიც გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ფინანსური რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 10. ფინანსური რეგისტრაცია გულისხმობს მომსახურების ხელშეკრულების დადებას უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის, რომლის გავლის შედეგად რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ.
12. ბრძანების შემდეგ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში იქმნება სტუდენტის პროფილი, სადაც ხორციელდება სტუდენტის მონაცემების შეყვანა, სტუდენტს ენიჭება ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის გამოყენებით სტუდენტი სარგებლობს ელექტრონული სისტემით. სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი იწყებს სტუდენტის პირადი საქმის წარმოება.
13. რექტორის ერთიანი ბრძანება საერთო სამაგისტრო გამოცდებით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული წლის პირველი ნოემბრისა და იგზავნება სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. 
14. სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი ვალდებულია სტუდენტის ჩარიცხვა ასახოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.
15. სტუდენტი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის ყველა კომპონენტს და ფინანსურ რეგისტრაციას, არ იძენს სტუდენტის სტატუსს და არ დაიშვება აკადემიურ რეგისტრაციაზე. 

მუხლი 5. სტუდენტის სტატუსის მოპოვება საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე
1. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია:
ა). უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს არანაკლებ საბაკალავრო ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ). საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს არანაკლებ საბაკალავრო ან მისი ეკვივალენტური განათლება და ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
დ). უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო საფეხურზე;
ე). საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო განათლების საფეხურზე.
2. უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული კატეგორიის აბიტურიენტებისთვის  ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე,  საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
    ა). მაგისტრანტობის კანდიდატად უნივერსიტეტში რეგისტრაცია;
    ბ). განათლების აღიარების საფასურის გადახდა;
გ). საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის გავლა და სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვება
დ). უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება;
ე). მაგისტრანტობის კანდიდატისთვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მინიჭება;
ვ). სტუდენტის შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში;
ზ). სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტის შედგენა და სტუდენტის რექტორის ბრძანების საფუძველზე ჩარიცხვა.
თ). მაგისტრანტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. 
4. უნივერსიტეტში რეგისტრაციისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა უნდა შეავსოს ონლაინ აპლიკაციის ფორმა, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და თან დაურთოს ან/და უნივერსიტეტს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა). არანაკლებ საბაკალავრო, ან მასთან განათაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ). არანაკლებ საბაკალავრო, ან მასთან განათაბრებული განათლების ნიშნების ფურცლის ასლი;
გ). უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის და სწავლის პერიოდში გავლილი სასწავლო კურსების შესახებ ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, შესაბამისი სასწავლო კომპონენტების შეფასებების და, არსებობის შემთხვევაში, კრედიტების მითითებით (უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში).
დ). პასპორტის ასლი;
ე). ინგლისური ენის სერთიფიკატი (არსებობის შემთხევაში).
ვ). მინდობილობა უნივერსიტეტის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების თაობაზე.
ზ). თანხმობა აბიტურიენტის პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავებაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცესში და უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის ქონის პერიოდის განმავლობაში. 
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატს უგზავნის წერილს „პირობითი მიღების შესახებ“. წერილში აღნიშნულ ვადაში სტუდენტი იხდის დოკუმენტების აღიარების პროცედურის საფასურს 500 აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობით.  
6. საფასურის გადახდის შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატს ენიშნება საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა. გამოცდის მიზანია აბიტურიენტის მოტივაციისა და დარგობრივი და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის კომპეტენციის შეფასება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი შინაარსით. საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის შედეგებით განისაზღვრება მაგისტრანტობის კანდიდატის უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვება ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად.
7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება, აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ტარდება წინამდებარე დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად. კრედიტების აღიარების დასკვნა ეცნობება სტუდენტს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას შესაბამისი კრედიტების აღიარებაზე. 
8. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი მიმართავს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აბიტურიენტის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების და უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მინიჭების მოთხოვნით. ჩარიცხვის უფლების მინიჭების მოთხოვნა გაიცემა იმ სტუდენტებთან მიმართებაში, რომლებმაც სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში გამოცხადებული მისაღები ადგილების შესაბამისად, უმაღლესი შედეგები აჩვენეს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდ(ებ)ის ფარგლებში, ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად. 
9. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე გამოიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანება აბიტურიენტის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების შესახებ.
10. სწავლის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანების მიღების შემდგომ, სტუდენტი გადის ფინანსურ რეგისტრაციას. ფინანსური რეგისტრაცია გულისხმობს მომსახურების ხელშეკრულების დადებას უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის. სტუდენტი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის ფინანსურ რეგისტრაციას, არ იძენს სტუდენტის სტატუსს და არ დაიშვება აკადემიურ რეგისტრაციაზე.
11. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამოიცემა უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება სტუდენტის ჩარიცხვის თაობაზე. ბრძანება, უნივერსიტეტის მოწვევის წერილი და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია ეგზავნება სტუდენტს. 
12. ჩარიცხვის შემდეგ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში იქმნება სტუდენტის პროფილი, სადაც ხორციელდება სტუდენტის მონაცემების შეყვანა, სტუდენტს ენიჭება ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის გამოყენებით სტუდენტი სარგებლობს ელექტრონული სისტემით.
13. რექტორის მიერ სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების გამოცემისთანავე, სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი ვალდებულია ასახოს სტუდენტის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

მუხლი 6. საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა
1. უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები გულისხმობს საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის გავლას, მაგისტრანტობის კანდიდატის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დასადგენად. ამ თავსებადობის არარსებობა მაგისტრანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
2.  საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა). გამოცდა ინგლისურ ენაში
ბ). ესსე დარგობრივ პრობლემის აღწერაზე
გ) გასაუბრება
3. ინგლისურ ენაში გამოცდა ემსახურება აპლიკანტის მიერ პროგრამის სასწავლო მასალებისა და ინგლისურენოვან კურსების ათვისების კომპეტენციების დადგენას. ინგლისური ენის ტესტი მოიცავს წაკითხული და მოსმენილი ტექსტების გააზრების, წერის, საუბრის და გრამატიკისა და ლექსიკური უნარების შეფასებას, საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ თემებზე. გამოცდის მაქსიმალური შეფასება 100 ქულა (20 ქულა თითოეულ კომპონენტში), გამსვლელი ზღვარი - 60 ქულა. 
4. ესსე მიზნად ისახავს, შეფასდეს მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სფეროს ხედვა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის იდენტიფიცირების უნარი და დარგის განვითარების მოტივაციის ხედვა. ესსეს შეფასება განხორციელდება მისი თემის რელევანტურობის, ანალიზის სიღრმის, შეთავაზებულ გადაწყვეტილებების ინოვაციურობის, ლოგიკურად სტრუქტურირებისა და აკადემიური სტილის კომპონენტებში. ესსეს მაქსიმალური შეფასება 100 ქულა (20 ქულა თითოეულ კომპონენტში), გამსვლელი ზღვარი - 60 ქულა. 
5. გასაუბრების მიზანია შეფასდეს მაგისტრანტობის კანდიდატის ხედვა, მოტივაცია, აკადემიური და პროფესიული მიზნები და ინდივიდუალური ინტერესები პროგრამასთან მიმართებით. გასაუბრება ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით (20 ქულა თითოეულ კომპონენტში) შეფასების ზღვარის გარეშე.
6. საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურების გათვალისწინებით, შესაძლებელია სამაგისტრო გამოცდაში დამატებითი კომპონენტის განსაზღვრა. 
7. ინგლისური ენის გამოცდისგან შეიძლება განთავისუფლდნენ მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც ზოგადი ან უმაღლესი განათლების პროგრამის არანაკლებ 2 წელი გაიარეს ინგლისურ ენაზე, ან რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს: IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore. გამოცდისგან განთავისუფლების შემთხვევაში მათ შესაბამის კომპონენტში ენიჭებათ 60 ქულა.
8. ესსეს წარმოდგენისგან შეიძლება განთავისუფლდნენ მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც რეფერირებულ ჟურნალში გამოქვეყნებული აქვთ სტატია დარგის პრობლემატიკაზე. ესსესგან განთავისუფლების შემთხვევაში მათ შესაბამის კომპონენტში ენიჭებათ 60 ქულა.
9. მაგისტრანტების კანდიდატებისთვის საუნივერსიტეტო საგამოცდო გამოცდის ჩატარებას და მათ შეფასებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი სამაგისტრო საგამოცდო კომისია. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით და მასში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე მოწვეული სპეციალისტები, რომელთა კვალიფიკაცია და კომპეტენცია შეესაბამება ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტური მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლები. 
10. მაგისტრანტობის კანდიდატებს წინასწარ ეცნობება გამოცდის დრო. მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს გამოცდაზე მისთვის განსაზღვრულ დროს. 
11. გამოცდის შედეგების საფუძველზე კომისია გასცემს დადებით ან უარყოფით რეკომენდაციას მაგისტრანტის კანდიდატის ჩარიცხვის საკითხზე, ასევე ადგენს მაგისტრანტობის კანდიდატების რეიტინგულ სიას, საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული შეფასებებით კანდიდატების რანჟირების საფუძველზე. საუნივერსიტეტო გამოცდის ცალკეული კომპონენტის ქულები ჯამდება მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც გადალახეს კონკრეტულ კომპონენტებში გათვალისწინებული მინიმალური შეფასების ზღვარი. 
12. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების რაოდენობა არ აღემატება შესაბამის პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მისაღებ სტუდენტების რაოდენობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ ის აბიტურიენტები, რომლებიც გადალახავენ ინგლისური ენის და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდისთვის დადგენილ კომპეტენციის ზღვარს. 
13. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატების რაოდენობა აღემატება შესაბამის პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მისაღებ სტუდენტების რაოდენობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდაში საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტები, რომლებიც გადალახავენ ინგლისური ენის გამოცდისთვის დადგენილ კომპეტენციის ზღვარს. საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებით იდენტურ ქულათა მიღების შემთხვევაში, გადამწყვეტია საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა.


თავი III. სტუდენტის სტატუსის შეჩერება, აღდგენა და შეწყვეტა
 
მუხლი 7. სტუდენტის სტატუსის შეჩერება
1. სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება უნივერსიტეტსა და სტუდენტის უფლება-მოვალეობებისგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა). სტუდენტის პირადი განცხადება (მიუხედავად მიზეზისა);
ბ). უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; 
გ). ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
დ). ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობა (შესაბამისი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობა);
ე). აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა (შესაბამისი სემესტრის სასწავლო კომპონენტის აურჩევლობა);
ვ). აკადემიური მოსწრების არქონა, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ნებისმიერ კომპონენტში შეფასების მიუღებლობას შესაბამისი კომპონენტის არჩევიდან 45 დღის განმავლობაში (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
ზ). სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, როგორც განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ისე მისი ძალაში შესვლის შემდგომ.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ გამოიცემა რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბრძანება. სტუდენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს აღნიშნული ბრძანება მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სტატუსის შეჩერების თაობაზე რექტორის ბრძანების გამოცემამდე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას სტუდენტის სტატუსის შეჩერების გარემოებების შესახებ და სტუდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, შესაბამის გარემოებათა აღმოსაფხვრელად. 
5. უარი სტუდენტის სტატუსის შეჩერების გარემოებათა აღმოსაფხვრელად სტუდენტისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრაზე უნდა იყოს დასაბუთებული. 
6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ არის უფლებამოსილი ისარგებლოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მომსახურებით, ასევე სხვა უფლებებით, რომლისთვისაც კანონმდებლობით ან/და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულია სტუდენტის აქტიური სტატუსის არსებობა. 
7. სტუდენტის სტატუსის შეჩერება არ ცვლის და არ აუქმებს შეჩერებამდე არსებულ მდგომარეობას. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში უნივერსიტეტის და სტუდენტის უფლება-ვალდებულებები განახლდება სტატუსის შეჩერებამდე არსებული მდგომარეობით.  
8. სტუდენტის სტატუსი შეჩერების ჯამური მაქსიმალური ვადაა 5 (ხუთი) წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი. 
9. სტუდენტის სტატუსის შეჩერების ბრძანება ეცნობება სტუდენტს უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია აისახება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის სტუდენტის პირად გვერდზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში. ამ მუხლით დადგენილი პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი. 
10. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია შეჩერებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

მუხლი 8. სტუდენტის სტატუსის აღდგენა
1. სტატუს შეჩერებული სტუდენტისათვის სტატუსის აღდგენა ხდება სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ აღმოფხვრილია გარემოებები, რომელიც საფუძვლად უდევს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას. 
2. სტუდენტის სტატუსის აღდგენის მიზნით პირი ვალდებულია სასწავლო სემესტრის (საშემოდგომო, საგაზაფხულო) დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა მიმართოს რექტორს განცხადებით. განცხადებაში უნდა მიეთითოს სტუდენტის სტატუსის შეჩერების გარემოებათა დასრულების შესახებ და თან დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებითი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სტუდენტის სტატუსის აღდგენა წინამდებარე დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტატუსის შეჩერების გარემოებათა აღმოფხვრამდე. ამ შემთხვევაში სტატუსის აღდგენის გადაწყვეტილებაში მიეთითება სტუდენტისთვის ზემოთ აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრისთვის განსაზღვრული დამატებითი საშეღავათო ვადა. 
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებითი საშეღავათო ვადის ამოწურვამდე სტატუსის შეჩერების გარემოებების სტუდენტის მხრიდან აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია კვლავ შეაჩეროს სტუდენტის სტატუსი. 
5. სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხორციელდება ყოველ სემესტრულად, ყოველი სემესტრის დაწყებიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
6. სტუდენტის მოთხოვნით და მისი კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლებელია სტუდენტის სტატუსის აღდგენა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადისგან განსხვავებულ პერიოდში. ამ შემთხვევაში სტუდენტის სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემდეგ, ის გადის ფინანსურ რეგისტრაციას ჩვეულებრივი პროცედურით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ სასწავლო კურსებზე, რომლის 10%-ზე მეტი არ არის ჩატარებული სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისთვის.
7. სტუდენტის სტატუსის აღდგენა დასაშვებია სტუდენტთა საერთო რაოდენობის გადაჭარბებით, ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა აკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.
8. სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტს ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები და გადახდილი სწავლის  საფასური.
9. სტუდენტის სტატუსის აღდგენის ბრძანება ეცნობება სტუდენტს უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია აისახება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის სტუდენტის პირად გვერდზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში. ამ მუხლში დადგენილი პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი. 

მუხლი 9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გულისხმობს უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის არსებული უფლება-ვალდებულებების შეწყვეტას.
2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტუდენტის პირადი განცხადება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და აკადემიური ხარისხის მინიჭება;
გ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობით გადასვლა:
დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერება ჯამურად 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
ე) სტუდენტის ეთიკის კოდექსის ისეთი დარღვევა, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას;
ვ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ერთი და იმავე სასწავლო კურსის ზედიზედ სამჯერ მოსმენა და დადებითი შეფასების ვერ მიღება;
ზ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო თეზისში ზედიზედ ორჯერ დადებითი შეფასების ვერ მიღება;
თ) გარდაცვალება.
3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება. სტუდენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს აღნიშნული ბრძანება მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარემოებების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი შედეგების შესახებ და სტუდენტის სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრავს გონივრულ ვადას სტატუსის შეწყვეტის ბრძანების გამოცემამდე პირადი განცხადების უკან გამოთხოვისთვის. ამ მუხლში დადგენილი პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტატუსის შეწყვეტის გარემოებების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის წინასწარ ინფორმირებას სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის შესაძლო დადგომის თაობაზე არაუგვიანეს 1 წლისა სტატუსის შეჩერების 5 წლის პერიოდის გასვლამდე და განუმარტავს სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. ამ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტატუსის შეწყვეტის გარემოებების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის შესაძლო დადგომის თაობაზე ერთსა და იმავე სასწავლო კურსში ზედიზედ მეორედ უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ და განუმარტავს სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. ამ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს სტუდენტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტას. მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს სტუდენტის მიერ ხელშეკრულებით აღებული და სტატუსის შეწყვეტამდე გაჩენილი ვალდებულებებისაგან განთავისუფლებას. სტატუს შეწყვეტილ სტუდენტს არ უბრუნდება გადახდილი სწავლის საფასური ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი დგება ბრძანების გამოცემიდან 12 თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაზე.
9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.


თავი IV. მობილობა

მუხლი 10. მობილობის ცნება, შინაარსი და მისი სამართლებრივი საფუძლები
1. მობილობა წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის პროცესს.
2. უნივერსიტეტი, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ითვალისწინებს გარე მობილობის (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/დაწესებულებაში), შიდა მობილობის (უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის) და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის შესაძლებლობას. 
3. გარე მობილობა წარმოადგენს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცესს, საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტებითა და ამ წესით დადგენილი პირობებით. 
4. გარე მობილობა საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 
5. გარე მობილობა უნივერსიტეტში სხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 
6. შიდა მობილობა უნივერსიტეტის ფარგლებში, რეგულირდება ამ დებულების, და მის საფუძველზე მიღებული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 
7. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობა ხორციელდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის, მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების, ამ დებულებისა და მის საფუძველზე გამოცემული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 11. მობილობის უფლების მქონე პირი
1. გარე მობილობის უფლება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მობილობაში აქვს პირს რომლის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც მობილობის ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების სტუდენტი, ან მისი სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელზე მეტი ვადა, ან მისი სტაუსის შეწყვეტიდან არ არის გასული 12 თვეზე მეტი ვადა. 
2. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. მობილობის მიზნებისთვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ინტეგრირებული პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებად და ამ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სამაგისტრო პროგრამაზე მობილობა დაუშვებელია.
3. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ სამაგისტრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. 
4. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლის დაწყებიდან ერთი წლის (2 სრული აკადემიური სემესტრის) შემდეგ. ამ მუხლის მიზნებისთვის სწავლის პერიოდის გაანგარიშებაში არ შედის ის დრო, როდესაც სტუდენტს შეჩერებული ქონდა სტუდენტის სტატუსი. 

მუხლი 12. გარე მობილობის პროცესის ადმინისტრირება
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობა ხორციელდება ორჯერ კალენდარული წლის განმავლობაში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილ ვადებში.
2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის მიერ მობილობის გამოცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით ადგენს მობილობისათვის განკუთვნილ ადგილებს, შესაბამის წელს მისაღები სტუდენტების ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ასევე მობილობის კანდიდატის მიერ გასავლელ პროცედურებს, ვადებს, და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას.
3. უნივერსიტეტი მობილობის მსურველებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე ასახავს შემდეგ ინფორმაციას:
ა). უნივერსიტეტის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ). მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო პირი;
გ). აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მისანიჭებელი კვალიფიკაცია, 
დ). პროგრამის სტატუსი (ავტორიზებული/აკრედიტებული) და შესაბამისი სტატუსის ვადა;
ე). პროგრამის სწავლების ენა;
ვ). პროგრამის განხორციელების ადგილი;
ზ). პროგრამაზე სწავლის საფასური;
თ). კრედიტების რაოდენობა;
ი). მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობა;
კ). საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებითი წინაპირობა, არსებობის შემთხვევაში,  ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
ლ). უნივერსიტეტის მიერ გათვალისწინებული დამატებითი სხვა ინფორმაცია.
4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განსაზღვროს მობილობით მის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებითი კრიტერიუმები (კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიარებული კრედიტების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა, შიდა გამოცდის/გასაუბრების გავლა და ა.შ.). დამატებითი კრიტერიუმები მტკიცდება რექტორის ბრძანებით და საჯაროდ ხელმისაწვდომია მობილობის პორტალის მეშვეობით. 
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა მობილობის პროცესში
6. მობილობის პროცესის შიდა საუნივერსიტეტო ადმინისტრირებას ახორციელებს უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი, ხოლო მობილობის ფარგლებში სტუდენტის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი კრედიტების აღიარებას - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის და პროგრამის ხელმძღვანელის ჩართულობით.
7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია რექტორის ბრძანებით შექმნას მობილობის კომისია, უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალით, ასევე მოწვეული სპეციალისტით, მობილობის მსურველი პირების საბუთების შეფასებისა და გასაუბრების/გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. 

მუხლი 13. გარე მობილობის პროცესის ეტაპები
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან  მობილობის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა). უნივერსიტეტის მიერ მობილობის გამოცხადების თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემას და მისაღები ადგილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის პორტალზე რეგისტრაციას. 
ბ). მობილობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე მობილობის პროცესისთვის დადგენილ ვადებში;
გ). მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდგომ, მობილობის მსურველი კანდიდატების შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციას, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში;
დ). გასაუბრების ან წერილობითი გამოცდის ჩატარებას, თუ მობილობის პირობა ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულს, წინამდებარე დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად;
ე). სტუდენტის კრედიტების აღიარების შესახებ დასკვნის მომზადება ამ დებულების მე-17 მუხლისა და „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად;
ვ). კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობა სტუდენტისათვის და წერილობით თანხმობის მიღება;
ზ). კრედიტების აღიარების დასკვნისა და სტუდენტის თანხმობის წერილის გაგზავნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში;
თ). სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტის შედგენა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადასტურება;
ი). რექტორის ბრძანების საფუძველზე სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვა.
კ). გადმოსული სტუდენტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. 
2. მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის, მობილობის საფასურის გადახდისა და საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შედეგად, მობილობისთვის განკუთვნილ ვადაში. 
3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა მიმართოს უნივერსიტეტის განცხადებით მობილობით ჩარიცხვის თაობაზე.
სტუდენტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა). არანაკლებ საბაკალავრო, ან მისი ეკვივალენტური განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ). პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (საქართველოს მოქალაქეებისთვის) ან პასპორტის ასლი;
გ). 2 ფოტოსურათი 3X4;
დ). სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებ(ა/ებ)ში გავლილი სასწავლო კურსების ჩამონათვალი, შეფასებებისა და კრედიტების მითითებით,  დადასტურებული შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ.
4. მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით  დადგენილ ვადაში არ მიმართავს უნივერსიტეტს მობილობით ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 
5. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის პროცედურა ითვალისწინებდა საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებით კრიტერიუმებს (კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიარებული კრედიტების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა, შიდა გამოცდის/გასაუბრების გავლა და ა. შ.). რეგისტრირებული სტუდენტები მობილობით ჩარიცხვის ბრძანებაში მოხვდებიან შესაბამისი წინაპირობის დაძლევის შემთხვევაში, ამ დებულების მე-20 მუხლით დადგენილი წესით.
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება ტარდება წინამდებარე დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად. კრედიტების აღიარების დასკვნა ეცნობება სტუდენტს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას შესაბამისი კრედიტების აღიარებაზე. 
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების და მობილობაზე და კრედიტების აღიარებაზე სტუდენტის თანხმობის დაფიქსირების შემდეგ, უნივერსიტეტი შეიმუშავებს ბრძანების პროექტს სტუდენტის მობილობით ჩარიცხვაზე. 
8. უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მართვის სისტემის სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემებს და გასცემს ელექტრონულ დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. 
9. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა რექტორის ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ. 
10. რექტორის ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა შესაბამისი კალენდარული წლის პირველ ოქტომბრამდე შემოდგომის ან პირველ მარტამდე გაზაფხულის სემესტრში მობილობისთვის. 
11. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 
12. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. 
13. მობილობით გადმოსული სტუდენტის შესახებ ინფორმაცია აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, მისთვის იქმნება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემის პროფილი და უნივერსიტეტის სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური იწყებს მისი პირადი საქმის წარმოებას. 

მუხლი 14. გარე მობილობა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
1. გარე მობილობის უფლება უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აქვს პირს, რომელიც ჩარიცხულია და სწავლობს ან/და მიღებული აქვს კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სამაგისტრო საფეხურზე. 
2. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების მეორე (სამაგისტრო) საფეხურის ფარგლებში. 
3. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
    ა). მობილობის მსურველის მიერ უნივერსიტეტში რეგისტრაცია;
    ბ). მობილობისა და განათლების აღიარების საფასურის გადახდა;
    გ). ინტერვიუ მობილობის მსურველთან;
დ). უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება;
ე). მობილობის მსურველისთვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მინიჭება;
ვ). უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება წინამდებარე დებულების მე-17 მუხლისა და  „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად;
ზ). კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობა სტუდენტისათვის და წერილობით თანხმობის მიღება;
თ). კრედიტების აღიარების დასკვნისა და სტუდენტის თანხმობის წერილის გაგზავნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში;
ი). გამოცდა თუ მობილობის პირობა ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულს, წინამდებარე დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად;
კ). მობილობის მსურველი კანდიდატის შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში;
ლ). სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტის შედგენა, ცენტრის მიერ დადასტურება და რექტორის ბრძანების საფუძველზე სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვა.
მ). გადმოსული სტუდენტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. 
4. მობილობის მსურველად რეგისტრაციისთვის უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტმა უნივერსიტეტში მობილობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოს ონლაინ აპლიკაციის ფორმა, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და თან დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის და სწავლის პერიოდში გავლილი სასწავლო კურსების შესახებ ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, შესაბამისი სასწავლო კომპონენტების შეფასებების და, არსებობის შემთხვევაში, კრედიტების მითითებით.
ბ) პასპორტის ასლი;
გ) ინგლისური ენის B2 დონის საერთაშორისო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხევაში).
დ) მინდობილობა უნივერსიტეტის მიერ მობილობის მსურველის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების კანონმდებლობის დადგენილი წესით აღიარების თაობაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ე). თანხმობა აბიტურიენტის პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავებაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცესში და უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის ქონის პერიოდის განმავლობაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტი მობილობის მსურველს უგზავნის წერილს „პირობითი მიღების შესახებ“. წერილში აღნიშნულ ვადაში სტუდენტი იხდის მობილობის და დოკუმენტების აღიარების პროცედურის საფასურს 500 აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობით.  
6. სააპლიკაციო საფასურის გადახდის შემდეგ, მობილობის მსურველთან ხორციელდება ელექტრონული ინტერვიუ.  ინტერვიუს მიზანია მობილობის მსურველის მოტივაციისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის პირველადი შეფასება. გასაუბრების ხანგრძლივობაა 5-დან 10 წუთამდე. აღნიშნული გასაუბრება იწერება უნივერსიტეტის მიერ. 
7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება ტარდება წინამდებარე დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად. კრედიტების აღიარების დასკვნა ეცნობება სტუდენტს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას შესაბამისი კრედიტების აღიარებაზე. 
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი მიმართავს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მობილობის მსურველის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და უნივერსიტეტი ჩარიცხვის უფლების მინიჭების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის პროცესი ითვალისწინებდა გამოცდ(ებ)ის ჩატარებას ამ დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩარიცხვის უფლების მინიჭების მოთხოვნა გაიცემა მობილობის იმ მსურველებთან მიმართებაში, რომლებმაც სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, უმაღლესი შედეგები აჩვენეს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ მობილობის გამოცდაში.
9. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე გამოიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანება მობილობის მსურველი სტუდენტის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების შესახებ.
10. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის პროცესი ითვალისწინებს გასაუბრებას/გამოცდას სტუდენტი, უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მოპოვებამდე ვალდებულია წარმატებით გაიაროს ეს პროცედურა  წინამდებარე დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად. 
11. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამოიცემა უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება სტუდენტის ჩარიცხვის თაობაზე. 
12. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტი გადის აკადემიურ და ფინანსურ რეგისტრაციას რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში, რომელიც გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
13. მობილობით გადმოსული სტუდენტის შესახებ ინფორმაცია აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, მისთვის იქმნება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემის პროფილი და უნივერსიტეტის სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი იწყებს მისი პირადი საქმის წარმოებას. 

მუხლი 15. შიდა მობილობა
1. შიდა მობილობის, ანუ საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლება, განათლების ამავე (სამაგისტრო) საფეხურის ფარგლებში აქვს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.
2. შიდა მობილობა ხორციელდება ორჯერ კალენდარული წლის განმავლობაში, აკადემიური სემესტრების შორის პერიოდში. შიდა მობილობის ვადები განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. 
4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განსაზღვროს შიდა მობილობით ახალ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებითი კრიტერიუმები, (კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიარებული კრედიტების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა, შიდა გამოცდის/გასაუბრების გავლა და ა.შ.). დამატებითი კრიტერიუმები მტკიცდება რექტორის ბრძანებით. 
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია არ გამოაცხადოს შიდა მობილობა.
6. შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი, ხოლო შიდა მობილობის ფარგლებში სტუდენტის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებშიგავლილი კრედიტების აღიარებას - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელის ჩართულობით.
7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია რექტორის ბრძანებით შექმნას მობილობის კომისია, უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალით, ასევე მოწვეული სპეციალისტით, შიდა მობილობის მსურველი პირების კრედიტების აღიარების ან/და გასაუბრების/გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. 


მუხლი 16. შიდა მობილობის პროცესის ეტაპები
1. შიდა მობილობის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) უნივერსიტეტის მიერ შიდა მობილობის ადგილების, ვადების და პირობების განსაზღვრა;
ბ) მობილობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტში შიდა მობილობის პროცესისთვის დადგენილ ვადებში;
გ) შიდა გასაუბრება ან წერილობითი გამოცდა, თუ მობილობის პირობა ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულს, წინამდებარე დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად.
დ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სტუდენტის კრედიტების აღიარების შესახებ დასკვნის მომზადება, წინამდებარე დებულების მე-17 მუხლისა და „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.
ე) კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობა სტუდენტისათვის და წერილობით თანხმობის მიღება;
ზ) სტუდენტის მიერ პროგრამის შეცვლის სამართლებრივი აქტის გამოცემა და შიდა მობილობის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა.

მუხლი 17. უცხოეთში მიღებული განათლებისა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება
1. უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად.
2. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლების აღიარებას ახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
3. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე აბიტურიენტის ან სტუდენტის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ჩარიცხვაზე თანხმობის საფუძველზე, იღებს უნივერსიტეტი.
4. უნივერსიტეტი ადგენს მის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
5. აღიარებას ექვემდებარება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და ახალი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
7. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით.
8. სასწავლო კურსები, რომლის სწავლის შედეგები არ შეესაბამება უნივერსიტეტის პროგრამის სავალდებულო კომპონენტებს, შესაძლებელია აღიარებულ იქნეს პროგრამის არჩევით დარგობრივ კომპონენტებში, შესაბამის პროგრამაში ამ კომპონენტების ზღვრული მოცულობით. 
9. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. 
10. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი სასწავლო კურსების აღიარების პროცედურები დეტალურად განისაზღვრება უნივერსიტეტის „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესით“.
11. აღიარება ფორმდება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და პროგრამის ხელმძღვანელის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების შესაბამისობა უნივერსიტეტის პროგრამასთან, ასევე აღიარებული და პროგრამის ფარგლებში გასავლელი კრედიტების რაოდენობა.
12. აღიარების გადაწყვეტილების პროექტი ეგზავნება სტუდენტს, რომელმაც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს თანხმობა აღიარების გადაწყვეტილება. სტუდენტის თანხმობის მიუღებლობა შესაძლებელია გახდეს სტუდენტის მობილობაზე უარის თქმის საფუძველი. 
13. აღიარებული კრედიტები აისახება სტუდენტის სასწავლო ბარათში და მისი დიპლომის დანართში. 

მუხლი 18. მობილობა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
1. მობილობა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს უნივერსიტეტსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
2. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მობილობის მსურველად მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტში ჩარიცხულ, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვროს მონაწილეობის დამატებითი პირობები (პროგრამა, სასწავლო წელი, მინიმალური ან მაქსიმალური კრედიტების რაოდენობა, აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი და სხვა). 
3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის საფასური.
4. გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მობილობის ეტაპებია:
ა). უნივერსიტეტის მიერ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობისთვის კონკურსის გამოცხადება;
ბ). გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკურსისთვის სტუდენტის რეგისტრაცია;
გ). კონკურსის შედეგების საფუძველზე გაცვლითი პროგრამის მობილობის კანდიდატების გამოვლენა;
დ). გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის კანდიდატების წინასწარი ინფორმირება პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გასავლელი სასწავლო კომპონენტებისა და მათი შემდგომი აღიარების შესახებ;
ე). გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის კანდიდატების მოწვევა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ). გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ, პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება. 
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია რექტორის ბრძანებით შექმნას კომისია, უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალით, ასევე მოწვეული სპეციალისტით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის მსურველი პირების შერჩევის მიზნით. 
6. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტი, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით და პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, გაცვლითი პროგრამისთვის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. 
7. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტიდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი ინარჩუნებს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს. 
8. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი.
9. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი კრედიტების აღიარებას, მობილობაში მონაწილე სტუდენტის ან/და პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიერ ახორციელებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანისა და პროგრამის ხელმძღვანელის ჩართულობით წინამდებარე დებულების მე-17 მუხლისა და „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.
10. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე, რექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 19. მობილობის კომისია
1. უნივერსიტეტის რექტორი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით ბრძანებით უფლებამოსილია შექმნას მობილობის კომისია.
2. მობილობის კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ბრძანებით და შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემდეგ ფუნქციას/ფუნქციებს:
ა) მობილობის მსურველი პირების დოკუმენტაციის შესწავლა და შეფასება;
ბ) მობილობის მსურველი პირების მიერ გავლილი სასწავლო კურსების აღიარება;
გ) მობილობის მსურველი პირებისთვის გასაუბრების/გამოცდის ჩატარება. 
3. მობილობის კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით და მასში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე მოწვეული სპეციალისტები, რომელთა კვალიფიკაცია და კომპეტენცია შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას. 
4. მობილობის კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.
5. მობილობის კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობის პრინციპი, კომისიის მუშაობის პროცესში და არ გაამჟღავნოს კომისიის წევრად მუშაობის პროცესში მისთვის ცნობილი ინფორმაცია.
6. მობილობის კომისია, რექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში აფასებს მობილობის კანდიდატებს და გასცემს რეკომენდაციას მობილობის კანდიდატის ჩარიცხვასთან დაკავშირებით დადებითი ან უარყოფით რეკომენდაციას.
7. მობილობის კომისიის რეკომენდაცია აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 

მუხლი 20. მობილობის კანდიდატისთვის გასაუბრების/გამოცდის ჩატარება
1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია მობილობის კანდიდატებისთვის განსაზღვროს წინაპირობები, რაც გულისხმობს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენას. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
2.  მობილობის კანდიდატების მობილობაში მონაწილეობის წინაპირობად შესაძლებელია განისაზღვროს:
    ა) გასაუბრება;
    ბ) კომპეტენციის გამოცდა პროგრამის განხორციელების ენაში;
    გ) კომპეტენციის გამოცდა პროგრამის სპეციალობაში.
3. მობილობის მსურველთან ტარდება გასაუბრება, თუ მობილობაზე წარმოდგენილი აპლიკაციების რაოდენობა არ აღემატება უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მობილობით მისაღები სტუდენტების რაოდენობას, ამასთან, მობილობის მსურველის მიერ წარმოდგენილია ინგლისურ ენაში არანაკლებ B2 ენობრივი კომპეტენციის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან/და მობილობის მსურველი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას გადიოდა ინგლისურ ენაზე, საშუალო 60%-ზე მაღალი აკადემიური მოსწრებით. ამ მუხლის მიზნებისთვის საერთაშორისო აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®, EnglishScore სერტიფიკატი. 4. მობილობის მსურველთან ჩატარებული ინტერვიუს ან გასაუბრების საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს მისი კომპეტენციის დამატებითი დადასტურების საჭიროება ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით დადგენილი გამოცდის ფორმატში. 
5. მობილობის მსურველთან ტარდება გამოცდა ინგლისურ ენაში თუ მის მიერ არ არის წარმოდგენილი ინგლისურ ენაში არანაკლებ B2 ენობრივი კომპეტენციის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან/და მობილობის მსურველი  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას არ გადიოდა ინგლისურ ენაზე. გამოცდის მომზადებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
6. მობილობის მსურველთან ტარდება გამოცდა სპეციალობაში თუ მობილობაზე წარმოდგენილი აპლიკაციების რაოდენობა აღემატება უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მისაღები სტუდენტების რაოდენობას ან მობილობის მსურველის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი ნაკლებია მაქსიმალური შეფასების 60%-ზე. გამოცდის მომზადებას მობილობის მსურველის მიერ სწავლის პერიოდის გათვალისწინებით უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
7. მობილობის მსურველებთან გასაუბრების/გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით და მასში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე მოწვეული სპეციალისტები, რომელთა კვალიფიკაცია და კომპეტენცია შეესაბამება ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას. 
8. მონაწილეს წინასწარ ეცნობება გამოცდის/გასაუბრების სახე და დრო. მობილობის მსურველი ვალდებულია გამოცხადდეს გასაუბრებაზე მისთვის განსაზღვრულ დროს. 
9. კომისია უფლებამოსილია კანდიდატთან გასაუბრება/კანდიდატის შეფასება ჩაატაროს ელექტრონული საშუალებით, შეფასების ობიექტურობის პრინციპის უზრუნველყოფით. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსულ იმ სტუდენტებთან მიმართებით, რომლებისთვის არსებული კანონმდებლობით საგანმანათლებლო ვიზის მიღების წინაპირობად განსაზღვრულია უნივერსიტეტში ჩარიცხვა, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გამოცდ(ებ)ის ელექტრონული ფორმატით ჩატარების, ან სტუდენტის პირობითი ჩარიცხვისა და გამოცდის ჩაბარების ვადის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმდება რექტორის ბრძანებით.
10. გასაუბრების/გამოცდის შედეგების საფუძველზე კომისია გასცემს დადებით ან უარყოფით რეკომენდაციას მობილობის საკითხზე.
11. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის მსურველების რაოდენობა არ აღემატება უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მობილობით მისაღებ სტუდენტების რაოდენობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ინგლისური ენის და სპეციალობის საგნებში გამოცდისთვის დადგენილ კომპეტენციის ზღვარს. 
12. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება შესაბამის პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მობილობით მისაღებ სტუდენტების რაოდენობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად სპეციალობის გამოცდაში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ინგლისური ენის გამოცდისთვის დადგენილ კომპეტენციის ზღვარს.
13. მობილობის მსურველთა სია, რომლებისთვის ჩარიცხვის პირობად განსაზღვრულია გასაუბრება/ინგლისური ენის გამოცდა/სპეციალობაში გამოცდა, გამოცდების ჩატარების, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის ვადები უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის წარდგინებით მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, რომელიც ეცნობება მობილობის მსურველ(ებ)ს.


თავი V. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 21. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მისი დამტკიცების შემდგომ.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილება/დამატება ხორციელდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
3. წინამდებარე დებულებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მიიღება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.