რეგისტრაცია

საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

22, სექტემბერი 2016

2016 წლის 22-25 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში გაიმართება მე 5-ე საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი KAHEKON-2016.

კონგრესის ერთ-ერთი მხარდამჭერი კომპანია გახლავთ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

კონგრესის თემას წარმოადგენს საოჯახო მედიცინის ძირითადი, პრევენციული ჯანდაცვის მომსახურების (აცრების, მოხუცი პაციენტების, სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარების, გაცხიმოვნების) ხშირი ავადმყოფობის და ქრონიკული დაავადებების უახლესი მკურანლობის მეთოდების (ჰიპერტანსიის, დიაბეტის, ინფექციური დაავადებების, ტკივილის), ოჯახის ექიმთა იურიდიული საკითხების, მსოფლიოში გამოყენებული საოჯახო მედიცინის უახლესი მეთოდების, წარმოქმნილი პრობლემების და მათი გადაწყვეტის საკითხები.