BAU

რექტორის გზავნილი

   მაქვს პატივი მოგესალმოთ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. ჩვენი უნივერსიტეტი რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოში, თუმცა ჩვენ ამავე დროს ვართ ბაუ გლობალის წევრი. ჩვენი სათავო ოფისი სტამბოლში მდებარეობს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 8 სასწავლო დაწესებულება მსოფლიოს სამ კონტინენტზე. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში თქვენ გაქვთ საშუალება გაიაროთ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა. ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაა.

    ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი შედარებით ახალი სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი სტანდარტების აკადემიური ცოდნა მისცეს სტუდენტებს. ჩვენი მედიცინის ფაკულტეტი თანამედროვე ტექნლოგიებით აღჭურვილ ჰოსპიტალთან ერთად ახორციელებს სასწავლო პროცესს. უნივერსიტეტის მულტიკულტურული აკადემიური პერსონალი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაა და ისინი განსხვავებული პროფესიული და აკადემიური გამოცდილებით გამოირჩევიან. ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ გარემოს, სადაც ეფექტური სწავლებისთვის და უწყვეტი თვითგანვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. აქ სტუდენტები არა მხოლოდ საბაზისო კლინიკურ მეცნიერებებს ეუფლებიან, არამედ იძენენ კაცობრიობის განვითარების გლობალურ ხედვას, სწავლობენ უნივერსალური უფლებების პატივისცემას და მულტიკულტურულ გარემოში წარმატებით საქმიანობისათვის საჭირო უნარებს.

    ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ექიმის აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაღალი სტანდარტების კლინიკური ცოდნისა და ადამიანის ცხოვრებისადმი და მისი ბიოლოგიური, სოციალური და კულტურული მახასიათებლებისადმი ღრმა პატივისცემის შერწყმით. თანამედროვე სასწავლო მეთოდები, ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, სიმულატორები, კლინიკური პრაქტიკა და ჯანდაცვის თანამედროვე ინტერვენციის მეთოდოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საშუალებას გვაძლევს ჩვენმა სტუდენტებმა გამოიმუშავონ სამედიცინო და ჯანდაცვასთან დაკავშირებული კომპეტენციები. ჩვენი მიზანია კურსდამთავრებულები აკმაყოფილებდნენ მოწინავე ჯანდაცვის სისტემის სალიცენზიო მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ USMLE (ამერიკის შეერთებული შტატების სალიცენზიო სამედიცინო გამოცდა) მოსამზადებელ არჩევით კურსს.

    და ბოლოს, ჩვენ სტუდენტებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ საინტერესო სოციალური ცხოვრებით და აქტივობებით, რასაც შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებული, ულამაზესი ქალაქი, ბათუმი სთავაზობს.

დემეთ აქინ

რექტორი, ასოცირებული პროფესორი