BAU

მისია და ხედვა

სასწავლო უნივერსიტეტის მისია, ხედვა, მიზანი და ამოცანები

მისია

სასწავლო უნივერსიტეტის შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ მისიას წარმოადგენს სამედიცინო განათლების უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ახალი მეთოდების შეთავაზებით, ინოვაციური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო სივრცეში სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ღირებულებების დანერგვას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გაუმჯობესებას მედიცინის სფეროში პროფესიონალთა მომზადებით. მათი მაღალი მოლოდინი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებასა და მსოფლიო მასშტაბით დასაქმებასთან მიმართებით, წარმოადგენს წინაპირობას მაღალკვალიფიციური, გლობალურად გამოყენებადი უნარების, სამეცნიერო ხედვის, მაღალი ეთიკური ღირებულებებისა და ლიბერალური ფასეულობების მქონე პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის.

ხედვა

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხარს უჭერს გლობალურ ხედვას მულტიკულტურული სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნის გზით, რომელიც თავის მხრივ სწავლების, კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის მაღალ სტანდარტებზე და ხარისხის მუდმივ განვითარებასა და დახვეწაზეა ორიენტირებული.

უნივერსიტეტი BAU Global ქსელის აქტიური წევრია და ჩართულია ცოდნის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებაში, რაც ერთობლივი სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების მხარდაჭერაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო წრეებში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და კურსდამთავრებულებისათვის საერთაშორისო მასშტაბით კარიერული შესაძლებლობების უზრუნველყოფაში გამოიხატება.

მისიიდან გამომდინარე სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

  • განახორციელოს და განავითაროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები;
  • მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საერთაშორისო შრომის ბაზარზე;
  • ხელი შეუწყოს სასწავლო უნივერსიტეტის ინტეგრაციას მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში;
  • შეიმუშაოს და განახორციელოს საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;
  • უზრუნველყოს პროფესორ-მასწავლებლების აკადემიური თავისუფლება;
  • შექმნას სტუდენტზე მორგებული საუნივერსიტეტო გარემო სწავლისა და სამეცნიერო მუშაობისათვის.

სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი ამოცანებია:

  • საგანმანათლებლო პროგრამების პერმანენტული დახვეწა და საგანმანათლებლო პროცესის ინოვაციური განვითარება;
  • პოტენციური დამსაქმებლის ინტერესების გათვალისწინება;
  • სტუდენტისათვის პროფესიონალად ჩამოყალიბების მაქსიმალური ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო კვლევებისა და ახალი ცოდნის დანერგვის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
  • სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • პროფესორის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.