BAU

საკონსულტაციო სამსახური

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტთა მომსახურების სამსახური, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება შემდეგი ფუნქციების განხორციელება:

 

ა) სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სტუდენტის ინფორმირება და მისთვის კონსულტაციის გაწევა;
ბ) სტუდენტის კონსულტირება და დახმარების აღმოჩენა ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რაც კავშირშია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსთან;
გ) სტუდენტთა სასწავლო უნივერსიტეტში ინტეგრირების ხელშეწყობა;
დ) სტუდენტების ინფორმირება დაგეგმილი ტრენინგების, კონფერენციების, სხვა საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების შესახებ;
ე) სტუდენტური კლუბების შექმნისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა;
ვ) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ერთობლივი სტუდენტური ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის ხელშეწყობა და წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების ორგანიზაციული მხარდაჭერა;

ზემოთაღნიშნული სერვისების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ სტუდენტთა მომსახეურების სამსახურს.