BAU

რატომ ბაუ ბათუმი?

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალი მაღალი კლასის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ხარისხიანი სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ამოცანაა ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავებას, მათ განხორციელებასა და სტუდენტების ჩართულობას. ამჟამად უნივერსიტეტი ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს შემდეგი მიმართულებით: იმუნო-ჰემატოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ფარმაკოგენეტიკა.

ჩვენი კამპუსი

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის „ბაუ გლობალის“ წევრია, რომელიც ოთხი კონტინენტის ცხრა ქვეყანაში აერთიანებს 8 უნივერსიტეტს, 16 საინფორმაციო ცენტრს და 4 ენის სკოლას.

სასწავლო პროგრამა

ამერიკული მოდელის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა 6 წელი გრძელდება და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სწავლის პროცესში სტუდენტები გაივლიან ა.შ.შ-ს სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) მოსამზადებელ კურსს უფასოდ. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაარსების პირველივე წელს მოხვდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სამედიცინო სასწავლო დაწესებულელების ცნობარში.

სამედიცინო პრაქტიკა

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განთავსებულია სამედიცინო ცენტრ „მედინას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევს კლინიკური პრაქტიკა სწავლის დაწყების პირველივე დღიდან გაიარონ. გარდა ამისა, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ანატომიური კვეთის უნარ-ჩვევები უშუალოდ გვამურ მასალაზე მუშაობის შედეგად.

ინფრასტრუქტურა

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ახალ შენობაში. უნივერსიტეტის აუდიტორიები, ლაბორატორიები და სიმულაციური სადგურები აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით, მანეკენებითა და სიმულატორებით

აკადემიური პერსონალი

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამას წარმართავენ, როგორც სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებიდან მოწვეული პროფესორები. გარდა ამისა, უნივერსიტეტს პერიოდულად სტუმრობენ თურქეთის ცნობილი ექიმები და პროფესორები, რომლებიც საჯარო ლექციებს მართავენ სტუდენტებისათვის.

ბიბლიოთეკა

მსოფლიოს მასშტაბით გაჩნდა ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნის ტენდენცია. ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს სრული წვდომა ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან. ყველა ოპერაცია ხორციელდება ელექტრონულად და მათი ჩანაწერები ინახება ელექტრონულ გარემოში. აღნიშნული ბიბლიოთეკა ითვლის 144.546 ელექტრონულ წიგნს, 113 მონაცემთა ბაზას, რომელიც უზრუნველყოფს 56.000 ჟურნალამდე წვდომას. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები ILL მომსახურების მეშვეობით. სტუდენტები ასევე სარგებლობენ უნივერსიტეტის შენობაში არსებული ბიბლიოთეკით, სადაც სამედიცინო თემატიკის უახლესი გამოცემები ინახება.

მულტიკულტურული გარემო

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული მულტიკულტურული გარემო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ სხვა ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, ადათ-წესებს და შეიძინონ მეგობრები და მომავალი კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ადგილმდებარეობა

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მდებარეობს ულამაზეს ქალაქ ბათუმში, რომელიც შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ცენტრია და დასვენებისა და გართობის უამრავ საშუალებას სთავაზობს სტუმრებს. ბათუმი ამავდროულად გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით, რაც განსაკუთრებით მიმზიდველ გარემოს ქმნის სტუდენტებისათვის.