აკადემიური საბჭო არის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის მართვის განმახორციელებელი უმაღლესი წარმომადგენლობითი კოლეგიური ორგანო. აკადემიური საბჭო შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - რექტორისა და სასწავლო უნივერსიტეტის იმ აკადემიური პერსონალისგან, რომელთაც მინიჭებული აქვთ პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის სტატუსი;
აკადემიური საბჭოს საქმიანობის, წევრის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება სასწავლო უნივერსიტეტის „აკადემიური საბჭოს დებულებით“.