რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის უნივერსიტეტი საერთაშორისო განათლების გამოფენაზე

03, მარტი 2020

2020 წლის 28-29 თებერვალს საგამოფენო ცენტრში “Expo Georgia" რიგით მე-10 უმაღლესი და პროფესული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტენდმა ვიზიტორების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. დაინტერესებულ აბიტურიენტებს და მათ მშობელებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და ასევე გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.

ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის როგორც ცნობადობის გაზრდის, ასევე სხვა უნივერსიტეტებთან ორმხრივი თანამშრომლობის დამყარების თვალსაზრისით.