BAU

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების გამოფენაზე ბაქოში

11, აგვისტო 2016

2016 წლის 6-7 აგვისტოს, ქალაქ ბაქოში აზერბაიჯანულმა ცენტრმა "Academy Group" მე-5 განათლების გამოფენა მოაწყო. გამოფენაში მონაწილეობას თურქული უნივერსიტეტები ღებულობდნენ. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის სტენდმა ვიზიტორების დიდი ყურადღება დაიმსახურა. ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და ასევე გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.