BAU

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტამბოლის უნივერსიტეტს სტუმრობენ

06, იანვარი 2016

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები 2015 წლის 20-28 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს სტამბოლის უნივერსიტეტი, იქ არსებული აჭღურვილობა და ინფრასტრუქტურა და ასევე აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში. ისინი დაესწრნენ ბიოფიზიკისა და ემბრიოლოგიის ლექციებს და მინი კონფერენციას კარდიოვასკულარულ თემატიკაზე. გარდა ამისა, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტისა და „მედიკალ პარკის“ საავადმყოფოების ქსელის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციაში „ანატომიის“ დღეები“.

სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი, ბუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „ბაუ გლობალის“ საგანმანათლებლო ქსელში შემავალი უნივერსიტეტებია, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაა დამყარებული, რაც ბაუ ბათუმის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ფარგლებს მიღმა გაიღრმავონ ბაუ გლობალის პარტნიორ საგანამანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში.