BAU

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

09, მარტი 2016

2016 წლის 18-19 თებერვალს საგამოფენო ცენტრში -„ექსპო ჯორჯია“ რიგით მე-6 უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა მოეწყო. გამოფენის ფარგლებში 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, 100-ზე მეტი მონაწილე უნივერსიტეტი და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბაუ გლობალის წევრ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის სტენდმა ვიზიტორების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და ასევე გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.

შეგახსენებთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალი მაღალი კლასის უნივერსიტეტია, რომელიც საერთაშორისო დონის სამედიცინო განათლებას სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს. წელს უნივერსიტეტი პირველად ღებულობს ქართველ სტუდენტებს და გვჯერა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.