რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის აკადემიური პერსონალი სტამბოლში

14, მარტი 2016

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 2016 წლის 5 მარტს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული, ერთობლივი კონფერენციების მოწყობის, სამეცნიერო კვლევებისა და მომავალ სტუდენტებში ჩვენი უნივერსიტეტისადმი ინტერესის გაზრდის საკითხები. მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის პარალელურ რეჟიმში წარმატებით განხორციელებას.