BAU

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების გამოფენაზე ბაქოში

07, აპრილი 2016

2016 წლის 2-3 აპრილს ქალაქ ბაქოში აზერბაიჯანულმა ცენტრმა „Academy Group“ განათლების გამოფენა მოაწყო. გამოფენის ფარგლებში თურქეთიდან 20-ზე მეტი მონაწილე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის სტენდმა ვიზიტორების დიდი ყურადღება დაიმსახურა.უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი ადგილობრივმა მედიამაც გამოიჩინა. ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და ასევე გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.