რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის პრეზენტაციები სკოლის მოსწავლეებისათვის თბილისის მასშტაბით

12, აპრილი 2016

2016 წლის 21 მარტიდან 22 აპრილამდე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით თბილისის მასშტაბით კერძო და საჯარო სკოლებში პრეზენტაციები ჩაუტარეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. პრეზენტაციის დროს სკოლის მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამას და უნივერსიტეტში სწავლებასთან დაკავშირებულ დეტალებს. ჯამში პრეზენტაციები ოცამდე სკოლის მოსწავლეს ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის უნივერსიტეტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში. მსგავსი ტიპის ღონისძიებები სამომავლოდაც იგეგმება.