BAU

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის წარმომადგენლები სტუმრად ბაუში

10, ივნისი 2016

დღეს, ბაუ ბათუმის საერთშორისო უნივერსიტეტს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის წარმომადგენლები ეწვივნენ.

მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის შენობაში არსებული უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები და აუდიტორიები.

ისინი ასევე შეხვდნენ სტუდენტებს. შეხვედრის დროს სტუდენტებმა ისაუბრეს უნივერსიტეტში სწავლების პირობებზე. გარდა ამისა, გაუზიარეს მათი შთაბეჭდილებები ზოგადად ბათუმზე და ადგილობრივ საზოგადოებაზე.