BAU

4-5 ივნისს ბათუმში კარდიოლოგიის დღეები გაიმართა

14, ივნისი 2016

2016 წლის 04-05 ივნისს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაიმართა „კარდიოლოგიის დღეები ბათუმი 2016“. ღონისძიება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თურქეთის „გულსისხლძარღვთა აკადემიის საზოგადოების“ ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობდა 30-მდე კარდიოლოგი თურქეთის სხვადასხვა ქალაქიდან. მოხსენებები ეხებოდა მეტად აქტუალურ და თანამედროვე კარდიოლოგიურ საკითხებს. საქართველოს სტატისტიკა გულსისხლძარღვთა პათოლოგიების შესახებ თურქ კოლეგებს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის უმცროსმა ექიმებმა ფარუხ ბაირამოვმა და მარიტა გორგოშაძემ გააცნო. თავიანთი გამოცდილება კი ახალგაზრდა კოლეგებს გაუზიარეს თურქეთის წამყვანმა კარდიოლოგებმა, „გულსისხლძარღვთა აკადემიის საზოგადოების“ პრეზიდენტმა პროფესორმა ოქტაი ერგენემ, ამავე საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ომერ კოზანმა, „გულსისხლძარღვთა აკადემიის საზოგადოების“ გენერალურმა მდივანმა პროფესორმა მეჰდი ზოგიმ და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ისმეთ დინდარმა.

გარდა სამეცნიერო პროგრამისა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან სოციალურ აქტივობებში.

თურქი კარდიოლოგების ჯგუფმა „ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი„ და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიც დაათვალიერეს. შეხვედრის დასასრულს კი გადაწყდა „გულსისხლძარღვთა აკადემიის საზოგადოების“ ბათუმის ფილიალის დაარსება და დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.