BAU

ნომინაცია ''საუკუნის ექიმი''

24, ოქტომბერი 2016

2016 წლის 21 ოქტომბერს, 18 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება "ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის". ღონისძიებაზე ღვაწლმოსილ მედიკოსებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

დიდი სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ "საუკუნის ექიმის" ნომინაციაზე წარდგენილი იყო "ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი", ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, ექიმი კარდიოლოგი, პროფესორი - ისმეთ დინდარ - მიქელაძე.