BAU

ბაუ ბათუმის რექტორი ნომინირებულია პროექტში „პერსონა 2016“

24, ოქტომბერი 2016

გაცნობებთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, პროფესორი ისმეთ დინდარი ნომინირებულია ყოველწლიურ პროექტში "პერსონა 2016". პროექტის ორგანიზატორია ივენთ კომპანია CT news". ამასთან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს, თბილისში მოეწყო გაცნობითი სახის საღამო, სადაც მოწვეული იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი. მოგვიანებით სასტუმრო "ბილთმორ თბილისში" გაიმართება ცერემონიალი სადაც დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციით. გარდა ამისა, მოეწყობა შოუ რუმები, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ პირდად გაესაუბრონ ბაუ ბათუმის წარმომადგენელს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ.