BAU

ბაუ ბათუმის რექტორი ''პერსონა 2016''-ის ტიტულის მფლობელი გახდა

30, დეკემბერი 2016

2016 წლის 22 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო ჰუალინგ ჯგუფ პრეფერანსში წარმატებული და საქმიანი მამაკაცების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა 2016“ გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც კომპანია „CT-news-ის“ ორგანიზებით და საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი და ღვაწლმოსილი ადამინი ესწრებოდა.

დიდი სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის დირექტორი, ბატონი ისმეთ დინდარ-მიქელაძე „პერსონა 2016-ის“ ტიტულის მფლობელი გახდა.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო შოუ რუმი, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და ასევე ბაუ ბათუმის უნივერსიტეტისაგან გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.