BAU

ჯილდო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან

17, იანვარი 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ რეგიონის მოსახლეობის სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისათვის 30 მედიკოსი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი დააჯილდოვა. ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. მადლობის სიგელი წელს რეგიონში მოღვაწე 23 ექიმს გადაეცა. 
სიამაყით გაცნობებთ, რომ ჯილდო გადაეცა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილეს და IUHB-ის კარდიოქირურგს, ბატონ შაჰინ ბოზოკს.