რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

01, მარტი 2017

► ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

• 2017 წლის 16-17 თებერვალს საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების

• მე–7 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2017.

• გამოფენის ფარგლებში 100-მდე მონაწილე უნივერსიტეტი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი და პროფესიული კოლეჯი იყო წარმოდგენილი 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

• განათლების საერთაშორისო გამოფენა ყოვეწლიური ღონისძიებაა, მას 12 000–ზე მეტი ადამიანი სტუმრობს და რაოდენობა მუდმივად იზრდება. გამოფენა გახსნა განათლების და მეცნიერების მინისტრმა ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავამ.

• ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბაუ გლობალის წევრ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის სტენდმა ვიზიტორების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და ასევე გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.