BAU

აირჩიე 192 და გამოცადე საკუთარი თავი ექიმის ამპლუაში

13, მარტი 2017

თუ ხარ აბიტურიენტი და გაინტერესებს მედიცინა, ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი დაგეხმარებათ თქვენი არჩევანის სისწორის გადამოწმებაში. თქვენ გექნებათ საშუალება დაესწროთ ოპერაციებს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რომელიც ტარდება გამოცდილი და მაღალკვალიფიცირებული ექიმების მიერ.

ამისათვის:

  1. დაარეგისტრირეთ ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი პირველ სამეულში კოდით --- 192 და მოგვაწოდეთ დამადასტურებელი საბუთი შემდეგ მისამართზე: admissions@bauinternational.edu.ge
  2. ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი

გამოიყენე ეს შანსი! აირჩიე 192 და გამოცადე საკუთარი თავი ექიმის ამპლუაში!