BAU

სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი ბათუმში

12, აპრილი 2017

2017 წლის 6-9 აპრილს ბათუმში, სასტუმრო "ეუფორიაში" ბაუ ბათუმის საეთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა. ოფიციალურ გახსნას რეგიონის საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ საქართველოსა და თურქეთის სამედიცინო გაერთიანებების ხელმძღვანელები, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თურქეთის 7 წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და თურქეთის წამყვანი სამედიცინო კლინიკების მედიკოსები. საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში მუშაობა სესიებად მიმდინარეობდა. სიმპოზიუმის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მედიკოსები. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია არსებული ცოდნის გაზიარებისთვის ქართველ და თურქ მედიკოსებს შორის.