BAU

ბაუ ბათუმის სტუდენტები ანატომიის დღეებზე სტამბოლში

24, აპრილი 2017

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები 2017 წლის 9-15 აპრილს სამუშაო ვიზიტით სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტისა და „მედიკალ პარკის“ საავადმყოფოების ქსელის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციაში „ანატომიის დღეები“. აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება გამოეყენებინათ გვამები სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისთვის. შეგახსენებთ, რომ ბაუ ბათუმსა და სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაა დამყარებული, რაც ბაუ ბათუმის სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავიანთი გამოცდილება საზღვრებს მიღმა გაიგრმავონ.