BAU

ბაუ ბათუმის წარმომადგენლების შეხვედრა თურქ სტუდენტებთან

24, აპრილი 2017

2017 წლის 8 აპრილს, ქალაქ სტამბოლში, სასტუმრო „Point Hotel”-ში ქსკლუზიურად მხოლოდ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდის მიზნით გაიმართა შეხვედრა თურქ სტუდენტებთან. შეხვედრის დროს, სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ პრეზენტაციებს და მიეღოთ ამომწურავი ინფრმაცია უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებზე და ზოგადად საერთაშორისო სამედიცინო განათლებაზე. შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა პასუხის ფორმატში გაგრძელდა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება ინდივიდუალურად შეხვედროდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.