BAU

ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

25, აპრილი 2017

2017 წლის 20 აპრილს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. ღია კარის დღეზე მისულ აბიტურიენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში აბიტურიენტებს ჰქონდათ საშუალება ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით ადგილზე დაეთვალიერებინათ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამედროვე სალექციო აუდიტორიები და ლაბორატორიები. გარდა ამისა, აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ამავე შენობაში არსებული ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან კლინიკურ პრაქტიკებს სწავლის დაწყების პირველივე დღიდან. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბიტურიენტების მოწონება დაიმსახურა. მსგავსი ტიპის ღონისძიება მომავალშიც იგეგმება და ტრადიციულ სახეს მიიღებს.