რეგისტრაცია

ისმეთ დინდარი საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს

08, ივლისი 2017

ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის რექტორი , პროფესორი და ბათუმის საერთაშოსისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, ბატონი ისმეთ დინდარი საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. „ საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად ამირჩიეს. დიდი მადლობა ჩემ საქართველოს! ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და დიდი მოტივაციაა მეტი კარგი საქმის საკეთებლად. ვიმედოვნებ, რომ გავამართლებ თქვენს იმედებს“-წერს ისმეთ დინდარ -მიქელაძე. შეგახსენებთ, რომ პროფესორმა ისმეთ დინდარმა 1993 წელს ათათურქის უნივერსიტეტში მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის დარგში. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ სამედიცინო დაწესებულებებთან როგორიცაა: “მედიცინა გრუპ ჰოსტპიტალი”, “მედიკალ პარკ ჰოსტიპალი”, “კოლანის საერთაშორისო ჰოსპიტალი”. იგი მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია. 2000 წელს პროფესორი ისმეთ დინდარი საქართველოს პრეზიტენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით და ამავე წელს მიიღო საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება და საპატიო მედალი.