BAU

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

03, ოქტომბერი 2017

2017 წლის 29 სექტემბრიდან  1 ოქტომბრამდე  ბათუმში, სასტუმრო შერატონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია.

კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული იყო პლენარული და მოწვეული პროფესორების ლექციები, ზეპირი/სტენდური მოხსენებები და სოციალური პროგრამები. კონფერენცია მოიცავდა შემდეგ ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს „მომავლის ტექნოლოგიები და მასალები მედიცინაში“ , „მომავლის ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები“, „ გარემო და ჯანმრთელობა“, „მომავლის ტექნოლოგიები და განათლება : „ განათლების ხარისხი-სიცოცხლის ხარისხი“.