BAU

მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტს სტუმრობს

26, სექტემბერი 2018

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლეილა ახვლედიანი 2018 წლის 20-24 სექტემბერს  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. ვიზიტის ფარგლებში,  უნივერსიტეტის დეკანი შეხვდა ბაჰჩეშეჰირის მედიცინის ფაკულტეტის პროგრამის კოორდინატორებსა და დეკანის მოადგილეებს. შეხვედრის დროს, განხილული იქნა პროგრამის დეტალები.   გარდა ამისა,  გაიმართა  შეხვედრა  ინფორმაციულ-ტექნოლოგიური  დეპარტამენტის წარმომადგენლებთან  ელექტრონული მართვის  სისტემა “OIS”-ში  არსებული ხარვეზების  გასწორების  მიზნით.  

პროგრამის პარალელურ რეჟიმში წარმატებით განხორციელების მიზნით   მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც იგეგმება.