BAU

პრეზენტაციები აჭარის მასშტაბით

28, მარტი 2018

   ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აჭარის მასშტაბით პრეზენტაციები ჩაუტარეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.

პრეზენტაციის დროს სკოლის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე და გრანტებზე. ასევე, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს და მათგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. გარდა ამისა, პრეზენტაციის ბოლოს, ბაუს სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს აჩვენეს სიმულატორზე კლინიკური მანიპულაციები. ბაუს წარმომადგენლება მოსწავლეებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს სამახსოვროდ.