BAU

ბაუს უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას

29, მარტი 2018

ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შემდეგ სამსახურებში:

  • კორესპონდენციის მართვისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური (1 ვაკანსია);
  • მარკეტინგისა და სტუდენტთა მომსახურების სამსახური (1 ვაკანსია);
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ( 1 ვაკანსია);
  • იურიდიული სამსახური (1 ვაკანსია);
  • ფაკულტეტის დეკანატი (1 ვაკანსია);

სტაჟიორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. სწავლობდეს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ვაკანსიის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  2. იყოს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული
  3. სრულყოფილად უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
  4. სტაჟიორი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

სტაჟიორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  1. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  2. წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  3. დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

  • სტაჟირების ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითების შესრულება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში დახმარების გაწევა.

სტაჟირების ვადა: 3-დან 6-თვემდე
სტაჟირების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  2. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე თანდართული სურათით.

სტაჟირება არის ანაზღაურების გარეშე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.