BAU

ბაუს სტუდენტების შეხვედრა მიგრაციის ცენტრის წარმომადგენლებთან

19, აპრილი 2018

 2018 წლის 18 აპრილს, პროექტის „ვიაროთ ერთად“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „მიგრაციის ცენტრი“ წევრები ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ მიგრაციის ცენტრი“ დაფუძნდა 2013 წლის 4 თებერვალს. „მიგრაციის ცენტრის“ წევრები არიან საქართველოში მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნებული ემიგრანტები. არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანს საქართველოში მიმდინარე მიგრაციული პროცესის კლევა, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნების მოქალაქეთა იმიგრაციული პროცესის მართვის და ინფორმირებულობის ხელშეწყობა და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები იმიგრანტების, ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. შეხვედრის დროს, „მიგრაციის ცენტრის“ წარმომადგენლებმა ბაუს უცხოელ სტუდენტებს ემიგრაციაში ყოფნისას და სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, პრობლემების გამოვლენასა და და მათი გადაჭრის გზების ძიებაზე ისაუბრეს.