BAU

შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა დაიწყო

25, ივლისი 2018

სასწავლო უნივერსიტეტში "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა დაიწყო. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე  2018 წლის 25 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით.

სტუდენტი რომელიც მოიპოვებს  მობილობის წესით შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმში მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლებას 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2018 წლის 22-23-24-27  აგვისტოს ჩათვლით.

 შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის წარსადგენი საჭირო დოკუმენტაცია და დეტალები იხილეთ აქ.

 სასწავლო უნივერსიტეტში „ ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ბრძანება იხილეთ აქ.