BAU

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

02, აგვისტო 2018

2018 წლის 3 აგვისტოს, 12 საათზე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში   სასწავლო უნივერსიტეტის „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით რეგიონის ექიმებისთვის გაიმართება კონფერენცია თემებზე: „გადაუდებელი მედიცინა, კარდიოქირურგია, სისხლძარღვოვანი ქირურგია, ნეირო და ზოგადი ქირურგია.  კონფერენციაში მონაწილეობას ღებულებენ  ისეთი ცნობილი ექიმები როგორებიც არიან: ბაუ ინთრნეიშენალ უნივერსითი ბათუმის რექტორი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი-ისმეთ დინდარ-მიქელაძე,  პროფესორი, დოქტორი, კარდიო ქირურგი -ერგუნ დემირსოი,  ზოგადი ქირურგი, პროფესორი, დოქტორი -სადექ ილდირიმ, ასოცირებული პროფესორი, ნევროლოგი-ქაან იალთირიქ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონფერენციას დაესწრება ლექსის „ჩვენ ერთნი ვართ“ ავტორი, დოქტორი - ჰუსამეთინ ოლგუნ. Unicef-ის პროექტის ფარგლებში იგეგმება ლექსის თარგმნა ორმოც ენაზე და შემოსული თანხის რაოდენობა მოხმარდება მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.