BAU

ახალი სასწავლო წლის დაწყება ბაუში

01, ოქტომბერი 2018

     2018 წლის 1 ოქტომბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა ისმეთ დინდარმა და დეკანმა ლეილა ახვლედიანმა მიულოცეს.

    სტუდენტებს  სწავლის დაწყების პირველივე დღეს ჩაუტარდათ გაცნობითი სახის პრეზენტაციები უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამისა და  შეფასების სისტემის შესახებ. საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგისა და სტუდენტთა სამსახურის  უფროსმა სტუდენტებს სასწავლო უნივერსიტეტის მისია, მიზანი და ამოცანები გააცნო. ასევე ესაუბრა უნივერსიტეტში არსებულ სტრუქტურასა და მართვის ორგანოებზე.

 ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს წარმატებებს!