BAU

ბაუს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ვიზიტი ყარაგანდის უნივერსიტეტში

30, მაისი 2018

2018 წლის 25 მაისს ბაუ ბათუმის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი  სამუშაო ვიზიტით  ყარაგანდის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.  ვიზიტის  ფარგლებში  დაიდო ხელშეკრულება ბაუსა და  ყარაგანდის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას  სამეცნიერო და სასწავლო დარგში, ასევეპედაგოგების და სტუდენტების ურთიერთგაცვლას. ლ. ახვლედიანმა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში წაიკითხა ლექციები მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტთათვის და  უმცროსი ექიმებისთვის.