BAU

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციები ყირგიზეთის რესპუბლიკაში

28, ნოემბერი 2018

    2018 წლის 20-21 ნოემბერს,  ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ოშში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდისა  და პოპულარიზაციის მიზნით,  უნივერსიტეტის წარმომადგენელი შეხვდა სკოლის მოსწავლეებს და ჩაუტარა გაცნობითი სახის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დროს, სტუდენტებს მიეწოდათ ზოგადი ინფორმაცია ბაუ გლობალის შესახებ, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას მსოფლიოს გარშემო.

   ასევე, პრეზენტაციის დროს, უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ისაუბრა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის უპირატესობებსა და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის  შესახებ.

      შეგახსენებთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის „ ბაუ გლობალის“ წევრია, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს მაღალი ხარისხის ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამას.