BAU

ვაკანსია

02, ნოემბერი 2019

სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამსახურის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლების სფერო: სოციალური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/ მარკეტინგი/საერთაშორისო ურთიერთობები ან სხვა მონათესავე დარგი;
  • კვალიფიკაციის დონე: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სამუშაო გამოცდილება: ერთი წელი(სასურველია)
  • უცხო ენა: ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office.

განცხადების წარდგენის პროცესი

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bauinternational.edu.ge

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • რეზიუმე/ CV;
  • დიპლომის ასლი;
  • ფოტოსურათი 3x4;
  • სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილი.

სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტი დაინიშნება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.


თვიური ანაზღაურება: 1000 ლარი (საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით).

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 ნოემბერი.