BAU

ბაუს სტუდენტები ფერიის ბავშვთა სახლს ეწვივნენ

15, იანვარი 2019

    ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ფერიის ბავშვთა სახლს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს  ბაუს სტუდენტების მიერ დაგეგმილ გასართობ აქტივობებში. გარდა ამისა, ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა  სტუდენტებისთვის მათი საყვერელი ცეკვები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს პატარებს გადაეცათ საჩუქრები და ტკბილეული. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც  გაგრძელდება და ტრადიციულ სახეს მიიღებს.