BAU

ბაუ ბათუმსა და კერძო უნივერსიტეტების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

06, თებერვალი 2019

  2019 წლის 6 თებერვალს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი საქმიანობის წარმატებით განხორციელებას.    

   მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ისმეთ დინდარმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა მარუაშვილმა.  აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ასევე,  ადმინისტრაციის წარმომადგენლები.