BAU

შემოდგომის  სემესტრის  გარე მობილობა დაიწყო

26, ივლისი 2019

სასწავლო უნივერსიტეტში შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი” 2019-2020 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრის  გარე მობილობა დაიწყო. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ  რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  ელექტრონულ პორტალზე  2019 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 21 აგვისტოს 18.00 სთ-მდე.  დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ 

 სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის წესით შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმში მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლებას 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2019 წლის 2-4 სექტემბერს 18.00 სთ-მდე.

შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის წარსადგენი საჭირო დოკუმენტაცია და დეტალები იხილეთ აქ.

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმ“-ში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის   სემესტრის მობილობის ბრძანება იხილეთ აქ.