BAU

სტუდენტები ყარაგანდას უნივერსიტეტიდან

25, თებერვალი 2019

   ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ყარაგანდას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში 2019 წლის 11-21 თებერვალს, ყარაგანდას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სამუშაო ვიზიტით ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ორი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურა  და ასევე გაიარეს იმუნოლოგიის თეორიული კურსი. კურსის დასასრულე მათ გადაეცათ სერტიფიკატები და სასაჩუქრე პაკეტები.