რეგისტრაცია

უნივერსიტეტის რექტორი ტრაპიზონის შავი ზღვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

20, მარტი 2019

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ისმეთ დინდარმა ტრაპიზონის შავი ზღვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ნაზიმ ერჯუმენთ ჯეიჰუნს და ტრაპიზონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის თავმჯდომარეს, ექიმ მურათ თოფბაშის უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ლეილა ახვლედიანი და საბაზისო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ლევან მეტრეველი.

    შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პირობებზე და განიხილეს ერთობლივი პროექტები.