BAU

ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორი ბაუ ბათუმის უნივერსიტეტს სტუმრობს

21, მარტი 2019

2019 წლის 18-19 მარტს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი   შენაი იალჩინ. ვიზიტის ფარგლებში რექტორი შეხვდა ბაუ ბათუმის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე. პროფესორი, შენაი იალჩინ ასევე ესაუბრა სტუდენტებს.

სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტსა და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.