BAU

ღია კარის დღე ბაუში

01, აპრილი 2019

2019 წლის 25 მარტს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა.

დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი-ისმეთ დინდარი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი-ლეილა ახვლედიანი. შეხვედრის დროს,  ქალბატონმა ლეილამ ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ გარემოსა და სასწავლო პროგრამაზე,  ასევე  სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც.

 ღია კარის დღის ფარგლებში აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას და  მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის მომზადებულ აქტივობებში, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობას სხვადასხვა სასწავლო კურსში.