BAU

კულინარიული ფესტივალი

18, აპრილი 2019

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში  მულტიკულტურული გარემო ყველაზე გემრიელად ბაუს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ კულინარიულ ფესტივალში წარმოჩინდა. ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებმა ადგილზე დააგემოვნეს სტუდენტების მიერ მომზადებული 12 სხვადსხვა ქვეყნის ტრადიციული კერძები. ასევე გაეცნენ ამ ქვეყნების ტრადიციულ ცეკვებსა და სამოსს. ღონისძიებაში ბათუმის ხელოვნების უნივერიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც მინი სპექტაკლი წარადგინეს.

ღონისძიების მიზანი კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა გახლდათ.