BAU

ტრენინგი : “პრობლემაზე და კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები სამედიცინო განათლებაში“

26, აპრილი 2019

2019 წლის 5 - 6 მაისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში  ტარდება ტრენინგი თემაზე:  “პრობლემაზე და კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული  სწავლების მეთოდები სამედიცინო განათლებაში“. ტრენინგი  ბაუ ბათუმის  საერთაშორისო უნივერსიტეტის,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჩართულობით  ტარდება.

ტრენინგს ჩაატარებენ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორები  პიტერ ლიდიარდ და ნინო  ფორაქიშვილი. ტრენინგში ჩართული იქნებიან არა მარტო აკადემიური პირები,  არამედ სტუდენტებიც.  ამავე ტრენინგის ფარგლებში  6 მაისს  ბსუ-ში 17:00 საათზე პროფესორი, პიტერ ლიდიარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას  სტუდენტებისთვის  „რატომ არის მნიშვნელოვანი მედიცინის სტუდენტებისათვის იმუნოლოგია“.