BAU

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტამბოლის უნივერსიტეტს სტუმრობენ

13, მაისი 2019

    ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები 2019 წლის 28 აპრილიდან 4 მაისამდე  სამუშაო ვიზიტით სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს სტამბოლის უნივერსიტეტი, იქ არსებული აჭღურვილობა და ინფრასტრუქტურა და ასევე აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში. გარდა ამისა, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისთვის გამოეყენებინათ გვამები.

     სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი, ბუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „ბაუ გლობალის“ საგანმანათლებლო ქსელში შემავალი უნივერსიტეტებია, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაა დამყარებული, რაც ბაუ ბათუმის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ფარგლებს მიღმა გაიღრმავონ ბაუ გლობალის პარტნიორ საგანამანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში.