BAU

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ERASMUS+ -ი...

09, აგვისტო 2019

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმთან ერთად ევროკავშირის ERASMUS+ის პროგრამის „უმაღლეს განათლებაში უნარ-ჩვევების გამომუშავების“ ფარგლებში განაცხადი გააკეთა პროექტის დაფინანსებაზე. აღნიშნული პროექტი „სამედიცინო (ჯანდაცვის) განათლებაში ურთიერთდასწრების მექანიზმის და მიზნების შემუშავება“ (SPRING) აერთიანებს 14 უნივერსიტეტს 7 ქვეყნაში, მათ შორის: საქართველოში, ბულგარეთში, ლიეტუაში, ბელარუსში, მოლდოვაში, ყაზახეთში და ტაჯიკეთში. პროექტის მთავარი მიზანია მონაწილე ქვეყნის უნივერსიტეტებში დამკვიდრდეს და გაძლიერდეს ურთიერთდასწრების ტრადიცია და პრაქტიკა აკადემიურ და ადმინისტრაციულ სფეროში. მიზნის მისაღწევად შეიქმნება ურთიერთდასწრების საერთაშორისო საბჭო, ურთიერთდასწრების მისიების მივლენა მოხდება მონაწილე უნივერსიტეტებში, ჩატარდება ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, შეიქმნება სამედიცინო (ჯანდაცვის) განათლების მიმართულებით ურთიერთდასწრების საერთაშორისო ჟურნალი, ურთიერთდასწრების თემაზე ასევე ჩამოყალიბდება საერთაშორისო ანალიტიკური ინსტიტუტი  და ა.შ. პროექტი ფინანსდება 957,306  ევროთი, რომლის ათვისება შემდეგი 3 წლის განმავლობაში მოხდება.