BAU

სიმპოზიუმი „იცოდე და შეაჩერე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“

02, მარტი 2020

2020 წლის 27 თებერვალს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში, სიმპოზიუმი „იცოდე და შეაჩერე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“ გაიმართა, რომელსაც ასამდე სკოლის მოსწალე თუ სტუდენტი დაესწრო.

ღონისძიება სტუდენტებსა და ზრდასრულებს შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიმზნით გაიმართა.

ღონისძიებას წარმართავდნენ ქართველი და თურქი ექიმები, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სამედიცინო თუ სასწავლო დაწესებულებებიდან, კერძოდ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „თანადგომა“ და კლინიკა „ნეოლაბი“ -დან.

სიმპოზიუმს ასევე ბაუ გლობალის პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ენვერ იუჯელი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოს მასშტაბით.